იტალიის ქალაქ ვენეციის ისტორიულ ნაწილში მომავალი წლიდან შესვლა ფასიანი იქნება. ამის შესახებ pymnts.com იუწყება.
ვენეციაში შესვლის ფასი სეზონის მიხედვით 3-დან 10 ევრომდე იქნება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათი ნათესავებისთვის და 6 წლამდე უმცროსი ბავშვებისთვის ისტორიულ ქალაქში შესვლა უფასო იქნება.
იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ფრენები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 5-ჯერ შემცირდა, ვენეციაში ყოველდღიურად 80 000 ადამიანი ჩადის. ვიზიტორების დიდი რაოდენობის გამო, ვენეციის ვიწრო ქუჩებში, ასევე მის არხებზე ხშირად საცობები იქმნება.
ვენეცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. იმის გამო, რომ ქალაქში ჩასვლის მსურველთა რაოდენობა ხშირად მის შესაძლებლობას აღემატება, მომავალი წლიდან ტურისტს ვენეციაში ჩასასვლელად სასტუმროს დაჯავშნა წინასწარ მოუწევს.