რუსთავში საწარმო უნებართვოდ შენდებოდა

2020-08-24 14:28:13

გასული 2 თვის განმავლობაში, რუსთავში უკანონო მშენებლობის 5 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ერთ-ერთი საწარმოა.

როგორც რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, 3 შემთხვევაში ფიზიკური, 2 შემთხვევაში კი იურიდიული პირი ეწეოდა უნებართვო მშენებლობას.

სამართალდამრღვევები 6 000 ლარით დაჯარიმდნენ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, გასულ 2 თვეში, გამოვლინდა საწარმოს უნებართვოდ აშენების ფაქტიც.

"ერთი შენობა-ნაგებობა იყო მასშტაბური. ქარხანაა ეს ფაქტიურად, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობდა საწარმოო ზონაში. ჯარიმის საფუძველზე, მშენებლობა კანონის ფარლებში მოაქციეს. დემონტაჟი არ განხორციელებულა", - განუცხადეს "ინფო რუსთავს" ზედამხედველობის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ უნებართვო მშენებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ფიზიკური თუ იურიდიული პირის დაჯარიმებას ექვემდებარება. ჯარიმის ოდენობა 6 000 ლარითაა განსაზღვრული.

რუსთავში უკანონო მშენებლობების შემოწმებას, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ.

ფოტო არ ასახავს რეალობას

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები