საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ახალი შეზღუდვები სრულად:
25 აგვისტოდან, კვების ობიექტები ნაცვლად 23:00 საათისა 22:00 საათამდე იმუშავებენ.
ბათუმში, 2 სექტემბერს დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს ნაკრების მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე. იგივე მოხდება სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებებზე.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოდან ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი 4 სექტემბრამდე გაჩერებულია, ასევე აკრძალულია სადღესასწაულო ღონისძიებები და პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც ღია სივრცეში, ასევე, გერეთაც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.
„სიტყვა საკმარისი არის ყოველთვის შეფარდებითია. საკმარისი არასდროს არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება. იყო სერიოზული მსჯელობა სხვა საკითხებზე, თუმცა დღეს მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება რესტორნებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ გადაწყვეტილებები კიდევ სხვა იქნეს მიღებული. ყველაზე ძლიერი რეგულაცია გახლავთ პირბადე ყველამ წავიდეთ და ავიცრათ“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.