რას ჰპირდება რუსთაველებს ნინო ლაცაბიძე

2021-08-24 13:04:13

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ წინასაარჩევნო პროგრამის 1-ელი ნაწილის პრეზენტაცია გამართა.

პრეზეტაციის ფარგლებში, ლაცაბიძემ ამომრჩეველს ქალაქის ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა.

"ინფო რუსთავი" დეტალურად გთავაზობთ, რა წერია ლაცაბიძის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ ნაწილში და რას ჰპირდება ის რუსთაველებს:

"ცენტრალურ გამზირეზე:

ინრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტურობა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი.

ევროპული ტიპის ველობილიკების მოწყობა, რაც ქალაქს გახდის ველომეგობრულს. განხორციელდება 3 ეტაპად: კოსტავაზე, ფალიაშვილის ქუჩაზე, მეგობრობა-შარტავაზე, კულტურისა და დასვენების პარკში.

მოედნებზე მოხდება გზაგამყოფი კუნძულების მოწყობა და გზის შუა გამყოფი ზოლების გამწვანება.

საუბნო ქუჩები:

XIX მიკრორაიონში, ხანძთელის ქუჩაზე მოეწყობა შემვლითი გზა. გზა მოეწყობა XII მიკრორაიონში, ე.წ. "სტამბოლის ბაზრის" ტერიტორიაზე.

განხორციელდება არსებული საუბნო გასართობი სივრცეების რეაბილიტაცია. მოეწყობა სკვერი XVIII და XIX მიკრორაიონებს შორის.

მოქალაქეებზე ორიენტირებული მუნიციპალური სერვისების განვითარების მიზნით, აშენდება თანამედროვე სტანდარტების მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში.

მოქალაქეები შეძლებენ ერთ მისამართზე მიიღონ მუნიციპალური მომსახურება.

დაინერგება ცხელი ხაზის თანამედროვე სერვისი 1300.

ქალაქის რეკრეაციული სივრცეების მოსარწყავად განხორციელდება ტექნიკური წყლის უპრეცენდენტო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ სრულად მოხდება ქალქის ორივე სანაპიროზე არსებული მწვანე ნარგავების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა.

განხორციელდება ხელოვნური ტბის მიმწოდებელი მილის სარწყავი არხის რეაბილიტაცციის მასშტაბური პროექტი.

დაინერგება უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მოვლა-პატრონობის ახალი სტანდარტი.

მუნიციპალური სერვისების ეფექტური განხორცციელების მიზნით მოხდება დამატებით ათი ერთეული შესაბამისი ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა.

მოხდება N1 საბავშვო ბაღის ერთი ფლიგელის რეაბილიტაცია.

რეაბილიტირდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცურტაველის ქუჩაზე არსებული დიდების ხეივანი.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერს ასლანიკაშვილის ქუჩაზე, სკვერს ბათუმის ქუჩაზე, სკვერს კლდიაშვილის ქუჩაზე, რეაბილიტირდება აფხაზეთის ქუჩა.

საბავშვო და სპორტული სივრცეები მოეწყობა:

XIX მიკრორაიონის #9-ში;
რუსთაველის ქუჩის #24-ში;
XXI მიკრორაიონის #11-ში;
XX მიკრორაიონის #15;
თოდრიას ქუჩის #13-ში;
XX მიკრორაიონის #9-ში;
XII მიკრორაიონის #35-ში;
ახმატელის ქუჩის #4-ში;
შარტავას ქუჩის #7-ში.

განხორციელდება არსებული საუბნო გასართობი სივრცეების რეაბილიტაცია:

მოეწყობა სპორტული სივრცე XVI მიკრორაიონის #7-ის მიმდებარედ;

რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერს ლერმონტოვის #5-7 მიმდებარედ.

აშენდება სპორტის სასახლე, დასრულდება მეგობრობის გამზირისა და რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაცია", - ნათქვამია ლაცაბიძის წინასაარჩევნო პროგრამაში. 

ააღსანიშნავია, რომ ნინო ლაცაბიძემ ხელფასების ზრდას ჰპირდება რუსთავის მერიის თანამშრომლებს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები