"მას საავადმყოფოში შეერქვა "I LOVE YOU" ექთანი"

2021-08-24 12:07:21

სოციალური ქსელის რუსთაველი მომხმარებელი, ირაკლი გველესიანი კოვიდმიმღები კლინიკიდან ერთ-ერთ ექთანზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"მოგესალმებით მეგობრებო!

ამ  მანდილოსანის სახელია ნანა ჭიპაშვილი. იგი არის რუსთავის აზოტის საავადმყოფოში ექთანის თანამდებობაზე.

ჩემი თვალსაზრისით მის გმირულ ქმედებებს არ აქვს საზღვარი, დაუყოვნებლივ უწევს დახმარებას ყველა პაციენტს მაღალი  პროფესიონული ხარისხით. ნანა ბოლომდე იხარჯება ამ სიკეთისათვის, და სახლშიც კი არ მიდის ორ ორი კვირა. სულ არის გვერდით კოვიდით დაავადებულებთან, ნანას დახმარება ასევე ბევრად გამოიხატება ფსიქოლოგიურ ასპეკტშიც, ყოველთვის დაწყნარებს ავადმყოფს, და დაუტოვებს იმედით აღსავსე გულს. უფლის გამოგზავნილია  ნანა ჭიპაშვილი, მე კიდევ უფრო ვრწმუნდები ამაში. მას საავადმყოფოში შეერქვა ზედმეტ სახელად " I LOVE YOU" ექთანი.

უფალს ვთხოვ ერთს, რომ გვიმრავლოს ესეთი გულწრფელი ადამიანები,  ყველგან სადაც გაჭირვებულ ხალხს დახმარება ესაჭიროება სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.
მეგობრებო ძალიან გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი, რათა ბევრმა გაიგოს ამ არაჩვეულებრივი არსების შესახებ.

მადლობა ყველას", - წერს ირაკლი გველესიანი სოციალურ ქსელში.