რომელ მისამართებზე შეიზღუდება წყლის მიწოდება

2021-08-24 10:09:12

კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს და წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი,შენ.21-ე კმ ქსელზე დაზიანების გამო 24 აგვისტოს  09:00-დან – 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ: გონაშვილის, დოლიძის და ჩოხელის ქუჩებს.

კომპანიის ცნობითვე, მე-12 მ/კრ N 18   მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების გამო 24 აგვისტოს, 11:00-დან – 13:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ: მე-12 მ/კრ N 18,19

ასევე, მე-14 მ/კრ N 39  მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების გამო 24 აგვისტოს 16:00-დან – 18:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ: მე-14 მ/კრ N 37,38,39,40 და მესხიშვილის N 14, 16.