ნინო ლაცაბიძემ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია დაიწყო

2020-08-23 22:53:27

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ წინასაარჩევნო პროგრამის 1-ელი ნაწილის პრეზენტაცია გამართა.

პრეზეტაციის ფარგლებში, ლაცაბიძემ ამომრჩეველს ქალაქის ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა.

"ჩვენმა გუნდმა დღეს წარმოადგინა ქალაქის მართვის ეკონომიკური და ურბანული განვითარების კონკრეტული გეგმა, თუ რას ვაპირებთ 4 წლის განმავლობაში. დავსახეთ ძალიან ამბიციური მიზნები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალ გუნდთან ერთად, ამ მიზნების მიღწევას აუცილებლად შევძლებთ. ვაპირებთ, რომ მომავალში, სხვადასხვა სფეროს მიხედვით, ასევე გავაცნოთ ჩვენი გეგმები მოსახლეობას. საარჩევვნო კამპანიის ძირითადი ნაწილი დაეთმობა სწორედ მოსახლეობასთან ამ პროექტების მიტანას", - განაცხადა ლაცაბიძემ.

შეხვედრა ქალაქის დასვენებისა და კულტურის პარკში, ნიჩბოსანთა კლუბის შენობაში გაიმართა.

შეხვედრას რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატებიც დაესწრნენ.