კოვიდ19-ის კიდევ 4 მსხვერპლი რუსთავში

2021-08-23 18:01:53

რუსთავში კორონავირუსულ ინფექციას კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილებს შორის 3 ქალი, 1 კი მამაკაცია.

ინფიცირებული პაციენტების ნაწილი მკურნალობის კურსს კლინიკა "რუსთავში" გადიოდა. კლინიკაში მოთავსებული 2 ქალიდან ერთი 70, მეორე კი 68 წლის იყო.

2 პაციენტი მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. ინფიცირებული ქალი და მამაკაცი შუახნის ასაკის იყვნენ.

როგორც სამედიცინო დაწესებულებებში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არცერთი მათგანი არ ყოფილა აცრილი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები