ევროპულმა საქართველომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა.
როგორც წარდგენაზე გახდა ცნობილი, ვიცე-მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი რუსთავში ინგა სიხარულიძე იქნება.
ინგა სიხარულიძე 44 წლისაა. მან რუსთავის #15 საჯარო სკოლა დაამთავრა.
რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი პროფესიით სამართალმცოდნეა და ის წლების განმავლობაში, ლექციებს კითხულობდა კონსტიტუციურ და რომის სამართალში.
2006-2010 წლებში მუშაობდა საერო უნივერსისტეტ "რვალში" ადამიანური რესურდების მართვის სამსახურის უფროსად.
იგი 2020 წლიდან "ევროპული საქართველოს" აქტიური წევრია.