რუსთავში მაღალი სართულიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

2021-08-23 22:21:50

რუსთავში, 45 წლამდე მამაკაცი მაღალი სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა მე-7 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.