ეპიდვითარება რუსთავში

2021-08-22 19:11:07

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 26 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 98 პირი შემოწმდა. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

5 პირს ვირუსი პისიარ კვლევით დაუდგინდა.