ვაქცინაციის ცენტრი რუსთავის სკოლაში

2021-08-30 11:34:46

რუსთავის N4 საჯარო სკოლის სპორტ დარბაზში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მოეწყობა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიაში განუცხადეს.

მასობრივი ვაქცინაცია მე-4 საჯარო სკოლის სპორტდარბაზში სექტემბრიდან უნდა დაიწყოს.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, სკოლის სპორტდარბაზში 3-4 ამცრელი პუნქტი მოეწყობა და დღიურად 400-450-მდე ადამიანის ვაქცინაცია მოხდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები