ეპიდვითარება რუსთავში

2021-08-20 18:41:03

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 31 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 124 პირი შემოწმდა.

5 პირს ვირუსი "პისიარ" კვლევის შედეგად დაუდასტურდა.

32 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 214 პირი გაიტესტა.

კლინიკაში ვირუსის 2 ახალი შემთხვევა "პისიარ" კვლევით დადსტურდა.