კორონავირუსის კიდევ 3 მსხვერპლი რუსთავში

2021-08-20 18:19:42

რუსთავში კორონავირუსულ ინფექციას კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილებს შორის 2 ქალი, 1 კი მამაკაცია, მათი ასაკი 60-დან 75 წლამდე მერყეობს.

ინფიცირებული პაციენტები მკურნალობის კურსს კლინიკა "რუსთავში" გადიოდნენ.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არცერთი მათგანი არ ყოფილა აცრილი.