რუსთავში კოვიდ19-ს კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა

2021-08-20 00:01:11

რუსთავში კორონავირუსულ ინფექციას კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ვირუსით 80 წლამდე ქალი და კაცი გარდაიცვალა.

ერთ-ერთი პაციენტი მკურნალობის კურსს ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადიოდა, ხოლო მეორე კლინიკა "რუსთავში".

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არცერთი მათგანი არ ყოფილა აცრილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები