გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 46 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 131 პირი შემოწმდა.
6 პირს ვირუსი "პისიარ" კვლევის შედეგად დაუდასტურდა.
63 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 224 პირი გაიტესტა.
კლინიკაში ვირუსის 2 ახალი შემთხვევა "პისიარ" კვლევით დადსტურდა.