რუსთავის მუნიციპალიტეტი 7 ერთეულ ნაგვის გასატან ავტომანქანებს შეისყიდის.
ტექნიკის შესაძენად 2 210 000 ლარის ღირებულების ტენდერი ააიპ რუსთავსერვის ცენტრმა გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მანქანა უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, დეფექტების გარეშე, გამოშვების წელი არანაკლებ 2021 წ, ა/მანქანა და დანადგარი უნდა იყოს სრულად დაკომპლექტებული ქარხნული წარმოების სტანდარტული დეტალებით, ტესტირებული და მზად ექსპლუატაციისათვის.