Bolt ახლა უკვე რუსთავშია!

2021-08-19 12:06:46

Bolt ახლა უკვე რუსთავშია!

Bolt-ის მიზანია გადაადგილება გახადოს უფრო ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და კომფორტული.

დღეიდან, რუსთავში Bolt-ით მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა. მგზავრობის მინიმალური ტარიფი 1.2 ლარი იქნება. კომპანიის მიზანია, ქალაქში გადაადგილების კულტურა შეცვალოს და ის კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო გახადოს.

მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელია, გადმოწეროთ Bolt მობილური აპლიკაცია და მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, პარტნიორი მძღოლი მოგაკითხავთ სასურველ ადგილზე. ანგარიშსწორებას შეძლებთ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო გადახდის მეთოდით.

რუსთავში, ორი კვირის განმავლობაში მომხმარებლები მიიღებენ 50%-იან ფასდაკლებას ყველა მგზავრობაზე. ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ მოიწვიონ მეგობრები და მიიღონ ფასდაკლება. ინსტუქცია იხილეთ ფოტოზე:


Bolt არის ევროპული სუპერ აპლიკაცია, რომელიც საქალაქო გადაადგილებას ხდის უფრო ხელმისაწვდომს, უსაფრთხოსა და კომფორტულს. ჰყავს 75 მილიონი მომხმარებელი, 45 ქვეყანაში, ევროპისა და აფრიკის მასშტაბით.

საქართველოში Bolt 2013 წლიდან ოპერირებს და დღეს, ის უკვე წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში და ფოთში.