რუსთავში 45 კოვიდინფიცირებული რეანიმაციულ განყოფილებაშია

2021-08-18 15:22:55

რუსთავის სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციულ განყოფილებაში 45 პაციენტი მკურნალობს.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკებიდან მიაწოდეს.

23 პაციენტი კლინიკა "რუსთავის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, 12 მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში და 10 ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოებში.

როგორც ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკის ხელმძღვანელმა, პაპუნა ბახტაძემ განგვიცხადა, ვირუსის გამო პაციენტების მიმართვიანობა კვლავ მაღალია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში  ინფიცირების 5914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3316 ადამიანი, გარდაიცვალა 49.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები