ავტობუსები აცრის მსურველებს მოემსახურებიან

2021-08-16 12:15:56

რუსთავში, ვაქცინაციის ცენტრებამდე, ხვალიდან, 15 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, მოქალაქეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მუნიციპალური ავტობუსებით განხორციელდება.  

მგზავრთა გადაყვანა, #2, #6 და #7  ავტობუსებით დილის 08:30 საათიდან 18:30 საათამდე, სპეციალურად შედგენილი მარშრუტებით მოხდება.

#2 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ბალანჩივაძის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, თოდრიას ქუჩა, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრო რაიონები, შარტავას გამზირი, გაგარინის ქუჩა, გარეჯის ქუჩა;

#6 ავტობუსის მარშრუტი:  რკინიგზის სადგური, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, სანაპიროს ქუჩა, რაგბის სტადიონი, მე-19 მკ/რ, ტაშკენტის ქუჩა, შარტავას გამზირი;

#7 ავტობუსის მარშრუტი: ჭყონდიდელის დასახლება, ძველი ბაზარი, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, მესხიშვილის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, შარტავას გამზირი.