ძლიერი მიწისძვრა საქართველოში

2021-08-16 09:25:29

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 05:44 საათზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 5.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.