რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
ერთმანეთს “ნისანისა” და “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.