რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" ჯიპი და ამავე მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ჯიპი ამობრუნდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.