გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 30 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 106 პირი შემოწმდა.
4 პირს ინფიცირება "პისიარ" კვლევით დაუდგინდა.
27 ახალი შემთხვევა დადასტურდა პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე სულ 188 პირი გაიტესტა.