"ერთი კვირის ჩამოსული იყო საქართველოში" [photo]

2021-08-15 00:01:50

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ტყუპ დებს ავტომობილი დაეჯახა.

ერთი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ამ დრომდე კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში რჩება.

როგორც გარდაცვლილი 44 წლის მაია მაჩაიძის ახლობელი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, ქალი იტალიიდან საქართველოში 1 კვირის წინ დაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები