"მივდივარ ვაქცინაციისთვის"

2021-08-12 17:25:18

რუსთავში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც ადამიანებს ამცრელ პუნქტებამდე მიიყვანს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

"საბჭომ დაუჭირა მხარი განსაკუთრებით დიდ ქალაქებში თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი დიდი ამცრელი სივრცეებისკენ. მაგალითად, რესპუბლიკური საავადმყოფო და მასთან აფილირებული სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი სივრცე დღეში ცრის 4500 ადამიანს, ეს არის თბილისში ჩატარებული აცრების დაახლოებით 30%. ამიტომ რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან დაინიშნება სპეციალური ავტობუსები, მივდივარ ვაქცინაციისთვის.

ასევე ტექნიკური უნივერსიტეტისკენ, ინფექციური საავადმყოფოსკენ, ბოჭორიშვილის, ჰუალიგის, ბოკერიასა და კავკასიის მედიცინის ცენტრებისკენ. ჩვენ გადავეცით შტაბს სია ლოკაციებისა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში არის ამცრელი მთავარი ლოკაციები",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.