რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საზაფხულო არდადეგებს ციმბირში ატარებს. დასავლური მედიის თქმით, როგორც ჩანს, მან ცოტახნით გვერდზე გადადო ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები და თევზაობა ამჯობინა. რუსეთის პრეზიდენტმა ციმბირის სამხრეთ ნაწილში არსებული რეგიონი ტუვა მოინახულა. პუტინი ამ რეგიონში 1 აგვისტოდან 3 აგვისტომდე იმყოფებოდა. გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც პუტინი უმაისუროდ, ციმბირის ტბებშია აღბეჭდილი. პოლიტიკური ანალიტიკოსების თქმით, პრეზიდენტის არდადეგების მიზანია აჩვენოს ხალხს, რომ ის ისევ ჯანმრთელი, ძლიერი და ენერგიით სავსეა. ასეთ შეფასებას რუსეთის პრეზიდენტის არდადეგებს დასავლური მედია აძლევს.