რუსთავში კლინიკას ხმაურის გამო უჩივლეს

2020-08-15 00:06:50

რუსთავში, მეზობელმა "ავერსის" კლინიკას ხმაურისთვის უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მიაწოდეს.

როგორც სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დავით წიკლაურმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, კლინიკის მეზობლად მცხოვრებ მოქალაქეს სავენტილაციო სისტემის ხმა აწუხებდა, თუმცა ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირდა.

"კლინიკის უკანა მხარეს განთავსებული კონდიციონერები და სახურავზე განთავსებული აგრეგატები, ყველაფერი არის ნებრთვიანი. რაც შეეხება ხმაურის დონეს, კლინიკის ადმინისტრაციამ წარმომიდგინა ასოციაციის დასკვნა, სადაც წერია, რომ ყველა აგრეგატი მუშაობს ნორმის ფარგლებში და არ სცდებად დეციბალებით დასაშვებ ნორმებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნორმა არ ირღვევა, ღამის საათებში მაინც თიშავენ ვენტილაციას, რომ მოქალაქე არ შეწუხდეს და ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, პრობლემა აღმოფხვრილია", - განაცხადა დავით წიკლაურმა. 

ცნობისთვის, კანონმდებლობა პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, მისი განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება.

ხმაური დასჯადია. გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დააჯარიმებენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები