იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, 39 და 41 წლის ქართველი კაცები საცხოვრებელ კორპუსში ბინების გასაქურდად შევიდნენ.
აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ბინაში სამართალდამცავი ცხოვრობდა, რომელმაც მეორე სართულზე უცნაური ხმაური გაიგო, გადამოწმებისას აღმოაჩინა რომ ქართველები ერთ-ერთი ბინის კარის გახსნას ცდილობდნენ.
იტალიელმა სამართალდამცავები გამოიძახა, რომლებმაც ქართველები ადგილზევე დააკავეს. დაკავებისას 39 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.
მედიკოსების თქმით, ახალგაზრდა ქართველს გულის უკმარისობა დაემართა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.