თურქეთის საკურორტო ზონაში ხანძარია [video]

2021-07-31 11:50:04

თურქეთის სამხრეთ ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული. [ვიდეო/video]

უკვე სამი დღეა თურქი მეხანძრე-მაშველები ცეცხლის კერებს ებრძვიან, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლ, 300-მდე კი დაშავებულია.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე 70-მდე ცეცხლის კერა იყო. ამ დრომდე 14 ღია კერა რჩება, რომლის ჩასაქრობადაც მეხანძრეები მუშაობენ.

თურქეთის დასახმარებლად ვერტმფრენები უკრაინიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან გააგზავნეს.

ასობით ადამიანის ევაკუირება მოხდა სამხრეთში სხვადასხვა სოფლიდან და სასტუმროდან. თურქეთის ტყის მინისტრის ბექირ ფაქდემირლის განცხადებით, ხანძრის ქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს ანტალიასა და მუგლას რეგიონებში.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები