უკანონო გათავისუფლება თუ არაკვალიფიციური კადრები (ვიდეო)

2016-11-24 16:10:05

რუსთავის მერის ყოფილმა მოდაგილემ, გოჩა ლორიამ, დღეს ქვემო ქართლის ტელეკომპანიის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა. ლორიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დავით ჯიქიამ თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლა. გოჩა ლორიამ  რუსთავის მერიაში 4 თვის წინ დაიწყო მუშაობა, როგორც თვითონ ამბობს, მერის მხრიდან მისი შევიწროვება და პროექტების დაბლოკვა ხდებოდა. ის ქალაქის მერს არაადევკატური გადაწყვეტილებების მიღებაში, პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებაში, თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მისივე განცხადებით, უკანონოდ იქნა გათავისუფლებული ააიპ „კორპუსის“ ყოფილი ხელმძღვანელი ირმა მესხიც. გოჩა ლორია თანამდებობაზე აღდგენას მომავალი კვირიდან სასამართლოს ძალით შეეცდება. მის ინტერესებს ადვოკატი მიხეილ თათარაძე იცავს, რომელიც ასევე მერიიდან გასულ წელს  გაათავისუფლეს და ასევე სასამართლოს ჩარევით ცდილობს მერიაში დაბრუნებას. გამართულ ბრიფინგზე ახსენეს №40-ე ბაგა-ბაღის ყოფილი გამგე თინათინ ლოცულიშვილიც, რომელიც 2015 წლის აპრილში ბაღში ნასვამ მდგობარეობაში ყოფნის გამო გათავისუფლდა, თუმცა მან სასამართლო მოიგო და აიპი ბაგა-ბაღების გართიანებას მისთვის 15 000-მდე ლარის ოდენობის ანაზღაურება დაეკისრა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ აქუბარდია გოჩა ლორიას ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და მისი გათავისუფლების მთავარ მიზეზად  არაკომპეტენტურობასა და არაკვალიფიციურობას ასახელებს. გოჩა ლორიამ „ინფო რუსთავთან“ განაცხადა, რომ ის თვითმართველობის არჩევნებში მერის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. მანამდე კი ყოფილ თანამდებობაზე მისი დაბრუნების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.