ისრაელში ახალი შტამი დაფიქსირდა.
როგორც ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ქვეყანაში საქართველოდან ჩასულ 12 პირს ახალი დელტა პლუს შტამი დაუდასტურდა.
ამ დროისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, არის თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო მეტად გადამდები.
ისრაელში ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 2%-ს გასცდა.
ამ დროისთვის 108 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.