პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი სცემეს (ვიდეო)

2017-08-02 18:33:15

მთვრალმა მამაკაცმა პირდაპირი ჩართვის დროს ჟურნალისტს ხელი გაარტყა. მამაკაცი ჯურნალისტის სიახლოვეს ხმამაღლა საუბრობდა, ჟურნალისტმა მას სთხოვა მიეცა მუშაობის საშუალება, რა დროსაც მთვრალმა მამაკაცმა მას ხელი გაარტყა. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში რუსეთის ჯარის დესანტის დღეზე საუბრობდა.შემთხვევის შემდეგ პირდაპირი ეთერი შეწყდა. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ჟურნალისტმა მცირე განმარტება გააკეთა, მან აღნიშნა რომ მისთვის გაუგებარია რამ გამოიწვია მამაკაცის გაღიზიანება.