თუკი მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან, ან ე.წ. ლუქიდან გადმოსული ხართ, მაშინ საპატრულო პოლიცია საჯარიმო სანქციას დაგაკისრებთ.
აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127 პრიმა მუხლის დარღვევაა, რაც მგზავრთა გადაყვანის წესის დარღვევას გულისხმობს და სამართალდამცავები დამრღვევ პირებს 100 ლარიან ჯარიმას გამოუწერენ.