გამწვანების აქცია კლდიაშვილის სკვერში (ფოტოები).

2016-11-24 14:46:07

რუსთავში საშემოდგომო რგვების ფარგლებში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა.კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ახალგაზრდობის პარკში, 200 ძირი პაულონია დაირგო.აქციაში მონაწილეობა მიიღეეს ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა.ხეების დარგვაში საკუთარი წვლილი შეიტანა ქალაქის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა.აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების აქცია პირველად არ ჩატარებულა, 7000 კვადრატული მეტრის ფართობზე გასულ წელს 500 მდე ხის ნერგი დაირგო.