ჩაიკეტება თუ არა ქვეყანა

2021-07-22 12:21:27

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების პარალელურად, მთავრობა ჯერ-ჯერობით ლოკდაუნის დაწესებას არ აპირებს.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ინფო რუსთავთან ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ჩაკეტვა არა მაგრამ რიგი შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება. მისი თქმით, ეპიდვითარების გაუარესების აცილება ამჟამად ვაქცინაციითაა შესაძლებელი.

"არ ვკეტავთ ჯერ არაფერს. ვაქცინაცია და არა ჩაკეტვა. არ განვიხილავთ ჩაკეტვას, რადგან ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გადაიტანს, მაგრამ განვიხილავთ გამკაცრებას. ყველამ უნდა ვიგრძნოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ვხედავთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვაქცინაცია სწრაფად წარიმართოს, მაგრამ საერთო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია უნდა იყოს, ეს არის ნებაყოფლობითი აქტი და მარტო ხელისუფლება ვერ შეძლებს ამის უზრუნველყოფას",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ნათია თურნავამ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები