ევროპაში სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა [video]

2021-07-17 14:31:04

ევროპის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობას შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა. [ვიდეო/video]

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.

ევროპაში ძლიერი წვიმების შედეგად მდინარეები ადიდდა და ქალაქები დაიტბორა. ყველაზე დამანგრეველი სტიქია ბელგიისათვისა და გერმანიისთვის აღმოჩნდა.

ევროპელი ლიდერების თქმით, სტიქიის გამომწვევი მიზეზი გლობალური დათბობაა. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ კლიმატური ცვლილებების გამო კოკისპირული წვიმები გახშირდება.

ევროპის მასშტაბით 1300 ადამიანი დაკარგულადაა გამოცხადებული და მათ სამძებრო სამუშაოებში მაშველები არიან ჩართულები.

გარდა ადამიანური მსხვერპლისა, დატბორილია ქალაქები, დანგრეულია სახლები, განადგურებულია ასობით ავტომობილი და ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილია ათიათასობის ადამიანი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები