42 გარდაცვლილი და ათობით დაკარგული [video]

2021-07-15 19:17:26

სულ მცირე 42 ადამიანი ემსხვერპლა დასავლეთ გერმანიაში ძლიერ წყალდიდობას. [ვიდეო/video]

ათობით ადამიანი კი ამ დრომდე გაუჩინარებულია და მიმდინარეობს მათი სამაშველო ოპერაცია. წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან ბელგიაშიც, სადაც 6 ადამიანი გარდაიცვალა.

რეკორდულმა ნალექებმა ევროპის დასავლეთ ნაწილში მდინარეების ადიდება და ქალაქების დატბორვა გამოიწვია. დანგრეულია შენობები და დაზიანებული ასობით ავტომობილი.

გერმანიის დასავლეთ ნაწილში დაიხურა სკოლები.

ადგილობრივები პრესასთან საუბრისას აცხადებენ, რომ მსგავსი წყალდიდობა და სტიქია მათ არ ახსოვთ.

"ჩემი მამამთილი 80 წლისაა. მეიენიდანაა და აცხადებს, რომ ცხოვრებაში მსგავსი რამ არ უნახავს",- აცხადებს BBC-თან საუბრისას ადგილობრივი მასწავლებელი ანამარია მულერი.





ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები