"გვაქვს ინსტრუმენტები მოძალადეების დასასჯელად"

2021-07-14 01:02:05

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა, ნედ პრაისმა დღეს, ქარველი ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს სხვადასხვა გზები იმისთვის, რომ ძალადობაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილე პირებს, პასუხი აგებინოს.

"პირველ რიგში, ჩვენ ვუსამძირებთ თქვენი ყოფილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავს ოჯახს და საყვარელ ადამიანებს, მის კოლეგებს, მათ შორის თქვენც. ჩვენ ახლოს ვადევნებთ თვალს ცნობებს მისი გარდაცვალების გარშემო. ჩვენ მოვუწოდებთ სიმშიდისკენ და ძალადობის დასრულებისკენ, რომელსაც უკვე ერთი სიცოცხლე ტრაგიკულად შეეწირა", - თქვა მან.

იმაზე თუ რამდენად რეალურია სანქციების დაწესება, ნედ პრასიმა განაცხადა, რომ სანქციების დაწესებამდე, დეპარტამენტი ამის შესახებ არ აცხადებს.

"ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომ პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ძალადობაზე მსოფლიოს გარშემო. სანქციები ერთ-ერთი ინსრუმენტია. ჩვენ სანქციების შესახებ, მათ დაწესებამდე არ ვაცხადებთ, როგორც იცით. თუმცა, ახლოს ვაკვირდებით სიტუაციას და დავაკვირდებით, რათა ვიხილოთ, რომ ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან, დაისჯებიან. როცა საქმე საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ეხება, ჩვენ მოვუწოდებთ, მათ ღიად, საჯაროდ, დაგმონ მომხდარი. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ჩვენ ვიმეორებთ ჩვენ მოწოდებას, რომ ეს სრულყოფილად იქნას გამოძიებული და ძალადობის მონაწილეებმა სამართლის წინაშე პასუხი აგონ...

ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს 5-6 ივლისს ან ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებდა- უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული, დაკავებული და გასამართლებული კანონის სრული ძალით. ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავებს მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველანი ვინც საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობს. ჩვენ მათ შევახსენებეთ მათ პასუხიხსმგებლობას, რომ დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც პრესის თავისუფლებით სარგებლობენ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომ საჯაროდ დაგმონ მსგავსი ძალადობა, რომელსაც არ აქვს ადგილი დემოკრატიაში", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.