კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს 60 ადამიანი ემსხვერპლა

2021-07-13 14:17:00

ერაყის სამხრეთ ნაწილში სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობდნენ, გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 64 ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი დაშავდა. [ვიდეო/video]

BBC-ის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ ცეცხლი შესაძლოა ჟანგბადის ავზის აფეთქებას გამოეწვია.

ერაყის პრემიერმინისტრის მუსტაფა ალ ხადიმის ბრძანებით, უკვე დაკავებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი.

სამედიცინო დაწესებულებაში 70 საწოლზე გათვლილი კორონავირუსის განყოფილება 3 თვის წინ გაიხსნა.

"დიდი აფეთქების ხმა გავიგე კორონავირუსის განყოფილებაში, რის შემდეგაც ცეცხლი ძალიან მალე გავრცელდა",- აცხადებს "Reuters-თან" ინტერვიუს დროს კლინიკის დაცვის წევრი.





ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები