700 000 ლარი რუსთავის ბაგა-ბაღების ეზოების მოსაწესრიგებლად

2021-07-12 15:36:39

რუსთავის მერია N4, N17, N18, N20, N21 და  N31 ბაგა-ბაღების ეზოების მოწესრიგებას გეგმავს.

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერები უკვე გამოაცხადა.

6 ბაღის ეზოს მოსაწესრიგებელი სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტიდან 699 955 ლარია გამოყოფილი.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 60 დღის ვადაში ევალება, რომ აღნიშნული ბაღების ეზოებში რეაბილიტაცია ჩაუტაროს ასფალტის საფარს, მოაწყოს ბორდიურები და საკანალიზაციო ქსელი.