საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, პენსიონერებისა და ვეტერანებისთვის 450-ზე მეტი სახის გადაუდებელი მდგომარეობისა და ინფექციური დაავადებების მართვა, ყველა სხვა სახის გადაუდებელი მდგომარეობის სამედიცინო მომსახურება 90 პროცენტით ფინანსდება, ხოლო გადაუდებელი დახმარება – 100 პროცენტით.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით საპენსიო ასაკის პირების გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება 100%-ით ფინანსდება: გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ინტენსიურ თერაპიასა და კრიტიკული მდგომარეობის მართვას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს. 450-ზე მეტი სახის გადაუდებელი მდგომარეობა, რაც შესაბამისი ნუსხითაა განსაზღვრული, სახელმწიფოს მხრიდან მომსახურების ღირებულების 90%-ით უნაზღაურდება.
ყველა სხვა სახის გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა სახელმწიფოს მიერ სატარიფო არეალის გათვალისწინებით 90%-ით იფარება.
ინფექციური დაავადებების მართვა მომსახურების ღირებულების 90%-ით ფინანსდება.
განსაკუთრებული პირობები ეხება საპენსიო ასაკის ვეტერანებს.
მათთვის უფასოა:
450-ზე მეტი სახის გადაუდებელი მდგომარეობისა და ინფექციური დაავადებების მართვა, ყველა სხვა სახის გადაუდებელი მდგომარეობის სამედიცინო მომსახურება სატარიფო არეალის გათვალისწინებით.