რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში მოსახლეობის ნაწილმა ავტოსამრეცხაოს უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" მერიის ზედამხედველობის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა მერიაში კოლექტიური განაცხადი შეიტანეს. მათ ღია ტიპის სადღეღამისო ავტოსამრეცხაოში სპეციალური დანადგარით ავტომობილების რეცხვის ხმა აწუხებთ.
მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტზე რეაგირება უახლოეს დღეებში მოხდება.