დაჯარიმდებით თუ არა ავტომობილის ეზოში გარეცხვისთვის

2021-08-06 13:22:23

ავტომობილების ეზოებში გარეცხვის საკითხი ზაფხულობით განსაკუთრებით აქტუალური ხდება. საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" რუსთავის სხვადასხვა ქუჩასა თუ მიკრორაიონში მცხოვრები რამდენიმე პირი დაუკავშირდა და პრეტენზია გამოთქვა, რომ ავტომობილების რეცხვით ეზოები იტბორება. 

მოსახლეობის ნაწილი დაინტერესებულია, ითვალისწინებს თუ არა რაიმე სახის სანქციას აღნიშნული ქმედება.

საინფოორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" როგორც რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, ისე გარემოსდაცვით ზედამხედველობას დაუკავშირდა და გაარკვია, რომ კანონით აღნიშნული ქმედება დასჯადი არ არის.

ავტომობილების რეცხვასთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ: "სატრანსპორტო საშუალების (მცურავი სატრანსპორტო საშუალების გარდა) ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში ან/და მის ნაპირთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე გარეცხვა - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით".

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები