რუსთავის შემოსასვლელში პოლიციამ ბიჭი გადაარჩინა

2021-07-02 22:28:10

რუსთავის შემოსასვლელში ახალგაზრდა მამაკაცმა სუიციდი სცადა.

30 წლამდე კაცი გადმოხტომას რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე არსებული საფეხმავლო ხიდიდან ცდილობდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ის ხიდის მოაჯირის მეორე მხარეს იყო გადასული, როცა ადგილზე პოლიცია მივიდა.

თვითმხილველების თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბიჭს გაესაუბრნენ, ყურადღება სხვა თემაზე გადაატანინეს, შემდეგ შებოჭეს და ჯებირის მეორე მხარეს გადმოიყვანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, სუიციდის მცდელობის მიზეზი ახალგაზრდა კაცის მძიმე სოციალური პირობები გახდა. 


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები