"რუსთავის აზოტში" ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ [video]

2021-07-02 15:12:17

რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა "რუსთავის აზოტში" იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის მიღწეული შეთანხმებიდან 2 თვის თავზე, საწარმოში არსებულ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ და მონიტორინგი გაუწიეს დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას.

როგორც რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პირობები უმჯობესდება და იმედს იტოვებს, რომ პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება.

"რამდენიმე თვის წინ, როდესაც აზოტის თანამშრომლებს შევვხვდით, მათ გვითხრეს, რომ იყო რთული მდგომარეობა სამუშაო პირობების კუთხით და დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკება აზოტის ხელმძღვანელობასთან. მათ აქვთ გამოხატული სრული მზადყოფნა იმისა, რომ ეტაპობრივად შეძლონ რეაბილიტაცია სველი წერტილების, მოსასვენებელი ოთახების. დღეს სწორედ იმის ნახვა გვინდოდა, რა ეტაპზე არიან, რამდენად სრულდება პირობა და მე იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით შეძლებენ, რომ თითოეულ ადამიანს, თითოეულ რუსთაველს შეუქმნან ღირსეული პირობები შრომის", - განაცხადა ლაცაბიძემ.

როგორც საქართველოს პარლამენტის რუსთაველმა წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა, მონიტორინგი მათი მხრიდან გაგრძელდება. 

"ჩვენ განვახორციელეთ მონიტორინგი იმ დაპირებების შესახებ, რაც ადმიანისტრაციამ გასცა. პირველ რიგში, დაწყებულია ხელფასის მატება, რაზეც ადმინისტრაცია და მუშა-მოსამსახურეები შეთანხმდნენ. მეორე თემა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა და პროცესი დაწყებულია. ადმინისტრაციიას აქვს გარკვეული გრაფიკი, რიგ საამქროებში დაწყებულია სარემონტო სამუშაოები, რიგან დასაწყებია და გავივლით ჩვენ ამას დროში. კიდევ გავაგრძელებთ მონიტორინგს, რომ სამუშაო პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, ადმინისტრაციისგან გვაქვს დაპირება", - განაცხადა დალაქიშვილმა.

"რუსთავის აზოტის" დირექტორის, ლევან ბურდილაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.

"ზოგადად ჩვენ მათთან გაგავაჩნია აქტიური კომუნიკაცია. ეს არ არის პირველი და უკანასკნელი ვიზიტი. ადგილორბივ ხელისუფლებას გულთან ახლოს მიაქვს მათი სამუშაო პირობები და დღევანდელი ვიზიტის მიზანი იყო გაცნობოდნენ თუ როგორ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები სხვადასხვა საამქორში. მე მგონია, რომ ეს ვიზიტები კიდევ გაგრძელდება", - აცხადებს ბურდილაძე.

შეგახსენებთ, რუსთავის აზოტის თანამშრომლები 2 თვის წინ გაიფიცნენ და ხელფასების ზრდასთან ერთად სამუშაო პრობების გაუმჯობესება მოითხოვეს. საწარმოს ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომელიც საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა, მედიატორების როლს რუსთაველი დეპუტატები ასრულებდნენ.

დეპუტატებს პროცესების მიმდინარეობის პარალელურად, საწარმოს ტერიტორიის დათვალიერების საშუალება მიეცათ, რის შემდეგაც იქ არსებულ პირობებზე მედიასთან ისაუბრეს. რუსთაველმა დეპუტატმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა საწარმოს დატოვების შემდეგ აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევაში თანამშრომლებს მუშაობა ღირსების შემლახველ პირობებში უწევდათ, ძირითადი აქცენტები კი კეთდებოდა გასახდელებსა და სველ წერტილებზე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები