რუსთავში, დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში 5 წლის ბავშვი სასრიალოდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და გაითიშა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა, მცირეწლოვანი ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა.
ბავშვი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში შეიყვანა.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განუცხადა, 5 წლის ბიჭი ამ დროისთვის კონტაქტურია და უტარდება შესაბამისი გამოკვლევები.
მისი თქმით, მცირეწლოვანს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით თბილისში ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანენ.