საშიში დაავადებები, რომლებსაც კონდიციონერი იწვევს

2021-06-30 16:38:55

ზაფხული კონდიციონერის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა, ამ მოწყობილობას კომფორტის გარდა უსიამოვნებებიც მოაქვს, რის გამოც, ექიმები გირჩევენ მათი მოხმარებისას გარკვეულ წესებს დაემორჩილოთ.

რომელი დავადებების რისკებს ზრდის ამ გზით გაგრილება? სპეციალისტების განმარტებით, რისკ ფაქტორს დიდი ხნის განმავლობაში, უშუალოდ კონდიციონერის პირისპირ ყოფნა შეიცავს.

"ინფო რუსთავი" თემაზე რუსთავის N2 დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილეს სამკურნალო დარგში, რუსუდან ადამიას ესაუბრა.

ადამია ასახელებს იმ დაავადებებს, რაც შესაძლოა ამ გზით გაგრილებამ გამოიწვიოს.

"მთელი დღით ოთახში კონდიციონერის ჩართვა იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას, ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს სასუნთქი სისტემის გაციებითი დაავადებები, როგორიცაა ზედა სასუნთქი სისტემის - სინუსიტი, რინიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ასევე ქვედა სასუნთქი სისტემის - ბრონქიტი და პნევმონია.

განსაკუთრებით ხშირია ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების შემთხვევები - მიოზიტი და რადიკულიტი.

ამიტომ, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ უშუალოდ კონდიციონერის პირდაპირ დიდი ხნის განმავლობაში დგომას და მივიღოთ წყლის საკმარისი რაოდენობა", - აცხადებს რუსუდან ადამია. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები