რუსთავი 2-ს შენობა იწვის

2017-07-27 00:29:36

რუსთავი 2-ს შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველოს რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. არსებული ინფორმაციის ხანძარი პავილონში გაჩნდა და შენობის სახურავზე გავრცელდა.

შსს-ს პრესამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს - "შსს-ს შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულია "რუსთავი 2"- ის შენობასთან. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძარი ლოკალიზებულია".

მეხანძრეების ინფორმაციით ცეცხლი გაუჩნდა კერხერს და კომპრესორს, 300 კვ.მ-დან იქ სადაც სასაწყობო მეურნეობაა. ხანძარი გავრცელდა 30 კვ.მ.-ზე. დამწვარი არის დეკორაციის ნაწილი, სტუდიები კი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა.