უბედური შემთხვევა მოხდა შავნაბადაზე, მშენებლობაზე.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მშენებლობაზე ამწეკრანი გადაბრუნდა, რა დროსაც ერთი მუშა ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანა. როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს შუა ხნის მამაკაცი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშნ იმყოფება.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.